top of page

ახალგაზრდების განვითარება

თელავის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის ერთერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება, მათი საზოგადოებისათვის სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება.

ამისათვის ჩვენ ვანხორციელებთ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ პროგრამებს. პროგრამებში ჩართულნი არიან ახალგაზრდა თაობის სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, როგორებიცაა: დევნილები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მოზარდები, ობოლთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის მოზარდები, შეზღუდული შესაძლებლობების  (ინვალიდი) მოზარდები. მათი ინტეგრაციისათვის პროგრამები ხორციელდება არა ცალკე კონკრეტული კატეგორიისათვის, არამედ სხვა მოზარდებთან აქტიური ჩართულობით, რის შემდეგაც ხდება მათი დამეგობრება, თანამშრომლობა და ერთმანეთის აზრების გაზიარება.

bottom of page