top of page

მოხალისე

მიმდინარე მოხალისეები

მოხალისეობა სახალისო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაა. იგი ემსახურება თქვენი თავისუფალი დროისა და ნიჭის გამოყენებას საზოგადოების სხვადასხვა ფენების სასარგებლოდ. თუ თქვენ გაინტერესებთ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სპორტული ღონისძიებების ორგანიზაბაში. თუ გსურთ რომ თქვენმა მეგობრებმა, მეზობლებმა იცხოვრონ სუფთა გარემოში მოხალისეობრივ საწყისებზე მიიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ დასუფთავების ღონისძიებებში. მოხალისეობა არ ემსახურება მხოლოდ სხვისთვის რაიმეს კეთებას, მოხალისეობით თქვენ შეიძენთ ძალიან ბევრ მეგობარს, მიიღებთ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროს საქმიანობის შესახებ რაც მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს მომავალზე. მოხალისეობისათვის მნიშვნელოვანია იყოთ კომუნიკაბელური და შეგეძლოთ თანამშრომლობა როგორც, ადამიანების ჯგუფებთან ასევე ინდივიდებთან. და რაც მთავარია გქონდეთ მიზანი რომ დაეხმაროთ სხვებს და გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება, მიუთითოთ ყველას სწორი ქცევისაკენ და იყოთ სამაგალითო პიროვნება.

გსურს გახდე მოხალისე?

თუ გსურთ გახდეთ მოხალისე და მონაწილეობა მიიღოთ თქვენი ქვეყნისათვის სასარგებლო და საზოგადოების სხვადასხვა ფენების სასარგებლო საქმინაობაში, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ და შეავსოთ ქვემოთ განთავსებული სააპლიკაციო ფორმა. დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენი მონაცემები განთავსდება ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე და განიხილება კომპეტენტური ჯგუფის მიერ რის შემდეგაც მიიღებთ ელექტრონულ შეტყობინებას. თქვენი მონაცემების კომფიდეციალურობა დაცულია ჩვენი ორგანიზაციის მიერ.  

ეძებთ მოხალისეს?

თუ თქვენ ხართ სკოლის, უნივერისტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციის, სახელმწიფო ან კერძო კომპანიის წარმომადგენელი და ეძებთ მოხალისეს, გთხოვთ შეავსოთ ამ გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებულ ცხრილი და ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მონიშნეთ ერთ-ერთი, ან თუნდაც რამოდენიმე, მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი, თქვენი მოლოდინი მოხალისეების მიმართ და მოხალისეობრივი საქმიანობის მოკლე აღწერა. თქვენი მოთხოვნა დაეგზავნება ყველას, ვინც დარეგისტრირებულია თითოეულ კატეგორიაში მოხალისედ და დაინეტერსების შემთხვევაში მოხდება თქვენთან დაკავშირება.

bottom of page