top of page

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

ორგანიზაცია ხელს უწყობს მოსახლეობის მხრიდან პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას თავის საცხოვრებელ რაიონზე, უბანსა თუ სამეზობლოზე. აგიტაციას უწევს ორგანიზაციაში მუშაობას ან მის წევრობას, რაც საშუალებას მისცემს პიროვნებას უკეთ გაითავისოს მართვის დემოკრატიული პრინციპები და მუშაობის გუნდური სისტემა. საზოგადოებაში ფართოდ ნერგავს ორგანიზაციის ყველაზე ძლიერ დასაყრდენს - მოხალისეთა ინსტიტუტს. საზოგადოების პასუხისმგებლობის გასავითარებლად ორგანიზაცია ორგანიზებას უკეთებს თრეინინგებს საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე, მართავს საზაფხულო, დღის და თემატურ ბანაკებს რათა მეტი ახალგაზრდა გაეცნოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის შენებისათვის გუნდური მუშაობის პრინციპი. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს მეტ მოზარდსა და ახალგაზრდას მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ პროგრამებში, ახალი პროექტების შექმნაში. მიიღონ მონაწილეობა თავისი საცხოვრებელი რეგიონის განვითარების პროცესში, რათა მეტმა ახალგაზრდამ და მოზარდმა აარიდოს თავი ქუჩის მავნე გავლენას.  

bottom of page