top of page

ისტორია

YMCA დაფუძნდა 2003 წელს და ლეგალური სტატუსი მოიპოვა 2004 წლის 24 ივნისს. ის აკეთებს სპეციალურ პროგრამას დევნილების, ინვალიდებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. ის ეხმარება დევნილი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას. ასევე YMCA თელავი ხელს უწყობს თელავის ახალგაზრდობის სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას. კეთდება დღიური, საზაფხულო და თემატური ბანაკები. YMCA თელავი ახალგაზრდებს აძლევს შანსს მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციაში მიმდინარე პროგრამებში, შექმნან ახალი პროექტები და მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ პროექტში ქუჩის არასწორი ცხოვრების თავიდან ასაცილებლად. თელავის YMCA-ს აქვს ბევრი გეგმა სამომავლოდ. მაგალითად: ქუჩის კალათბურთის განვითარება და მეტი ბანაკები. ასევე, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დაიწყო “YMCA Telavi magazine”-ის გამოცემა. დღესდღეობით ასოციაციაში დაახლოებით 200 მდე მოზარდია. დროთა განმავლობაში ეს ადგილი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ყველა მოსწავლისათვის.

თელავის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის დამფუძნებლები

ლევან იაკობიშვილი

დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.

ცისია ამონაშვილი

დამფუძნებელი

პაატა აბრამიშვილი

დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი.

ზურაბ იაკობიშვილი

დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე.

ზაქარია სახეიშვილი

დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.

Please reload

bottom of page