top of page

ჯანსაღი ცხოვრების წესი

თელავის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის ერთერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის გაჯანსაღება, მათი ცხოვრებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. მნიშვნელოვან ფაქტორს ქვეყნის შენებისათვის წარმოადგენს განათლებული და ჯანსაღი თაობის  სიმრავლე, სხვაგვარად სახელმწიფო ვერ განვითარდება. ამისათვის უცხოელი თუ ადგილობრივი დონორების დახმარებით ორგანიზაცია ცდილობს შეიმუშაოს სპორტული პროგრამები სადაც ჩართული იქნება რაც შეიძლება მეტი მოზარდი და თავს აარიდებს ქუჩის მავნე გავლენას. ასევე ორგანიზაცია თანამშრომლობს ადგილობრივ სპორტულ კლუბებთან და სკოლებთან. სისტემატიურად ტარდება შეჯიბრები ,,ქუჩის კალათბირთში", ,,აღმოსავლურ ორთაბრძოლებში", როგორც ადგილობრივ ისე რეგიონულ დონეზე. ასევე ანხორციელებს ტრეინინგებს მწვრთნელებისთვის და საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგებისთვის. ორგანიზაციის სამომავლო მიზანია დაიწყოს აქტიური კამპანია თელავში საცურაო აუზის ასაშენებლად. ამისათვის მოუწოდებს ყველა ადამიანს თუ ორგანიზაცის ჩაერთოს ამ საქველმოქმედო და მეტად საჭირო საქმეში რათა ერთად ვაშენოთ ჯანსაღი ქვეყანა მომავალი თაობისათვის.

bottom of page